ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში – ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

კურორტ ბახმაროდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ფართომაშტაბიან სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენიც ჩართეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ზვავის ქვეშ მოყვა.
“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოთხი ახალგაზრდა ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოდიოდა ბახმაროში. მათ შეექმნათ პრობლემა, რადგან ზვავი ჩამოწვა. სამმა ადამიანმა შეძლო, რომ მომთაბარეთა სახლამდე მიეღწიათ და იქ შეაფარეს თავი. ახალგაზრდებმა მოახერხეს სატელეფონო კონტაქტი. მათი თქმით, ერთი ახალგაზრდა ზვავში არის მოყოლილი. წუხელვე გავაგზავნეთ სამაშველო ჯგუფი გურიიდან და აჭარიდან, მაგრამ წუხელ ვერტმფრენის გამოყენება შეუძლებელი იყო და ეს მოხერხდა დღეს”, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.
4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ბახმაროში გამთენიისას გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები