„ეარ აზიას“ კატასტროფის ადგილზე 2 მსხვილი ობიექტი აღმოაჩინეს

  მალაიზიური ავიალაინერ „ეარ აზიას“ კატასტროფის ადგილზე მაშველებმა ორი მსხვილი ობიექტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. არსებული მონაცემებით, ობიექტები 30 მეტრის სიღრმეზე შენიშნეს. სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველები ობიექტების გამოსახულების მოპოვებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოჩენილია კიდევ რამდენიმე გვამი. საერთო ჯამში, ნაპოვნია 30 დაღუპული ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიურ ლაინერზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები