აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ს შტატ კენტუკიში ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავი Piper PA-34 Seneca დაიმსხვრა. კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია შტატის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
„საძიებო სამუშაოების შედეგად ტყეში აღმოჩენილია პატარა თვითმფრინავის ნამსხვრევები. გამომძიებლებმა ინფორმაცია 4 მსხვერპლის შესახებ დაადასტურეს“, – ნათქვამია შტატის პოლიციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
სერჟანტ დინ პატერსონის განცხადებით, თვითმფრინავში ასევე 7 წლის გოგონა იმყოფებოდა, რომელმაც შემთხვევის ადგილი დატოვა და მომხდარის შესახებ ადგილობრივ მოსახლეს შეატყობინა. გოგონა ჰოსპიტალიზებულია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – წერს „ასოშიეითიდ პრესი“.
შეგახსენებთ, ავიადისპეტჩერებმა თვითმფრინავთან კავშირი იმ დროს დაკარგეს, როდესაც ის მარშალის ოლქის თავზე იყო. პილოტი ძრავის პრობლემაზე იტყობინებოდა.