საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 900–ზე მეტი ავტომობილი დაწვეს

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებმა 940 ავტომობილი დაწვეს. ამ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის შსს–ს ოფიციალური წარმომადგენლის პიერ–ანდრე ბრანდეს განცხადებით, ავტომობილების დაწვის შემთხვევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა ადგილი, თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც პარიზსა და ქვეყნის აღმოსავლეთ დეპარტამენტებზე მოდის.
საფრანგეთის პოლიციამ და ჟანდარმერიამ საახალწლო ღამეს არეულობებთან დაკავშირებით სულ 308 ადამიანი დააკავა. ახალი წლის ღამეს პარიზში, ტროკადეროს მოედნის მახლობელ პარკში, რომელიც ეიფელის კოშკის მოპირდაპირედ მდებარეობს, უცნობ დაჯგუფებასთან კონფლიქტის შედეგად 17 წლის ფრანგი დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიცია ეჭვობს, რომ მას ადგილობრივი უსახლკაროები დაესხნენ თავს. მომხდართან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ერთი წლის წინ, ასევე ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 1067 ავტომანქანა დაწვეს. მაშინ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 320 ხულიგანი დააკავეს.

10891973_581690618641291_3676738646241948041_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები