თბილისის საკრებულოს შენობაში დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს შენობაში საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები საკრებულოში “პანორამა თბილისის” საკითხთან დაკავშირებით იმყოფებიან. დაპირისპირების გამო თბილისის საკრებულოს შენობა დაცვამ სამ მოქალაქეს დაატოვებინა.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, კონფლიქტი “პატრიოტული ალიანსის” წარმომადგენელმა მანუჩარ მაჩაიძემ დაიწყო. მოქალაქეების განცხადებით, მანუჩარ მაჩაიძემ მათ მიმართა, რომ არ სურთ თბილისის განვითარება და დედაქალაქის გამყიდველები უწოდა, რადგან პროექტ “პანორამა თბილისს” ეწინააღმდეგებიან.
საკრებულოს შენობაში ასევე იმყოფებიან მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ “პანორამა თბილისის” საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე დღეს არ უნდა მოხდეს, საკითხის გადადებას ითხოვენ და ფართო საზოგადოების ჩართვას ამ პროექტის განხილვაში. მათ პოზიციას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.
წინასწარი ინფორმაციით, საკრებულო “პანორამა თბილისის” შესახებ საკითხის განხილვის გადადებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები