ნოდარ ხადური: ბიუჯეტი შესრულდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2014 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი შესრულებულია. როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია.
“დღეს დილის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულება იყო 100,3 %. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა. ხვალაც, დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადებს. ერთი სიტყვით, შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია. 98 %-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება, ანუ 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონიმია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით. ასე რომ, ბიუჯეტი შესრულდა, რაც ძალიან კარგი დასაწყისი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=krmYDV2IoL0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები