113 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება
იძულებით გადაადგილებულ 113 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცემა.
ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირეტორი სტეფან ჰეიკინი კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემენ.