გლდანის N8 საპატიმროს წყალმომარაგება შეუწყდება

  საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს 17:00 საათიდან 22 დეკემბრის გამთენიის 02:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება უკვე დაიწყო. ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყლის მილი სოფელ გლდანში, გორგასლისა და მრევლიშვილის ქუჩების კვეთაზე გამავალი მონაკვეთი. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება აუცილებლად მოითხოვს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის სამხედრო დასახლებასა და მიმდებარე აგარაკებს, ცენტროლიტის, კონიაკის, გლდანულას, გაზისა და ბერთუბნის დასახლებებს; სოფლებს – გლდანს, გიორგიწმინდასა და პატარა გლდანის მცირე ნაწილს; ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს; თემქის III მ/რაიონსა და გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს, ,,ჰაიდერბერგცემენტის” ბეტონის ქარხანას.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, კომპანია შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. ჩამოთვლილ ქუჩებსა და დასახლებებს წყალმომარაგება აღუდგებათ გვიან ღამით, 22 დეკემბრის 02:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები