ანტისამთავრობო აქცია თურქეთში – ერდოღანს ოპონენტებმა თანამედროვე დროის სულთანი უწოდეს

  თურქეთში, ანკარის ცენტრში რამდენიმე ასეულმა მასწავლებელმა ხელისუფლების გეგმა გააპროტესტა, რომლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებმა ოსმალთა დროინდელი თურქული ენით უნდა ისწავლონ.
დემონსტრანტების დასაშლელად, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გასულ კვირას ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ოსმალთა დროინდელი თურქული უნდა ისწავლებოდეს, რათა ახალგაზრდა თაობას კულტურულ მემკვიდრეობასთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს.
ერდოღანს ოპონენტებმა თანამედროვე დროის სულთანი უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები