ალქსანდერე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალქსანდერე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც გრიგოლაშვილი ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.
აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული. გარდაცვლილის ცხედარს აეროპორტიდან ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.
უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება გუშინ უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევნის აეროპორტში დაეშვა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი “აიდარში” იბრძოდა. ის 18 დეკემბერს დაიღუპა. გარდაცვლილი 32 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები