მართლა არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს საყდრისში მიმდინარე მოვლენებზე – გამზარდია

ექსპერტი არჩილ გამზარდია საყდრისის საბადოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ექსპერტი პროტესტს აცხადებს ბუნების თუ კულტურის ძეგლის შელახვისთვის.
„მე თვითონ იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებიც ბუნებასა და კულტურის ინტერესების დაცვას ამჯობინებენ ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ თან ვფიქრობ, საქართველოში რის ხარჯზე ვაპირებთ ეკონომიკის პროგრესის მიღწევას? სადაც ეკონომიკური პროცესები რეგრესულია, იქ ნებისმიერი ინტერესის დაცვაზე უსაგნოა ალბათ ლაპარაკი. ამიტომ, თან პროტესტს ვაცხადებ ნებისმიერი ისეთი ქმედებისათვის, რაც ბუნების თუ კულტურის ძეგლს მცირედად მაინც შელახავს, მაგრამ… თან ვფიქრობ, სად მიდის ჩემი ეს მიდგომა? რის ხარჯზე ვაპირებთ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, რაც ჩვენზეც და მთლიანად ქვეყანაზეც უნდა აირეკლოს? ვგრძნობ, რომ ამ ფიქრში სადღაც რაღაც შეცდომას ვუშვებ… რაღაცას ვერ ვხვდები, რაღაცა არ ვიცი… და ამ ფიქრით, უნებლიედ რაღაცას ვაშავებ კიდეც… ამიტომ… მართლა არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს საყდრისში მიმდინარე მოვლენებზე“, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები