ამერიკის სენეტორთა და კონგრესმენთა დელეგაცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა

  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ბარამიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათათბიროს ხელმძღვანელი გიგი წერეთელი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი და საგარეო ურთიერთობათა მდივნის მოადგილე ირაკლი ქავთარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ანდერ კრენშოუ, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები. შეხვედრის ძირითადი საკითხები უკავშირდებოდა საქართველოს დასავლურ ინტერგაციას და ნატოს, საქართველოს დეოკუპაციას და უსაფრთხოებას და ქვეყნის შიდადემოკრატიულ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები