„როცა საუბარია პრეზუმფციის დარღვევაზე, პირველ რიგში, იგულისხმება წულუკიანი”

 

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ეუთოს მიერ საქართველოში სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით თეა წულუკიანის შეფასებას გამოეხმაურა.
კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც ODIHR-ი ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ამხელს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იგულისხმება.
„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ხშირად იმ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოს და მოსამართლეების წინაღმდეგ, რომლებიც არღვევდნენ და აკნინებდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, გავლენა ჰქონდა, რა თქმა უნდა, სასამართლოზე. როცა დასკვნაში მოხსენიებულია, რომ პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თეა წულუკიანი იგულისხმება”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები