კალაძე შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის მომხრეა

ძალიან საინტერესო ინიციატივაა ის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით შესაბამის მოდელზე გადაწყვეტილება მიიღოს.
„ძალიან საინტერესო ინიციატივაა ის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა. მნიშვნელოვანი იქნება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ამ თემაზე და როცა დაიდება დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს ამ რეფორმის შემდეგ, ამის მერე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები