“ქართულმა ოცნებამ“ შსს-ს რეფორმირების დაპირების ნაწილი გამარჯვებისთანავე შეასრულა“

ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს გაუქმდა ანტიკონსტიტუციური წარმონაქმნები სოდ-ი და კუდ-ი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შსს-ს რეფორმირების დაპირების ნაწილი გამარჯვებისთანავე შეასრულა.
„ზოგადად ჩვენ წინააღმდეგი ვართ ისეთი მოქმედებების, როგორსაც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა, როცა ერთ საღამოს სასწრაფოდ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება მოიფიქრეს და მეორე დღეს განახორციელეს. ამის შედეგი იყო უკანონო წარმონაქმნები: კუდ-ი და სოდ-ი. ამიტომ, ეს უნდა განვიხილოთ ექსპერტებთან ერთად და გავაკეთოთ ის მოდელი, რაც ქვეყნისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. ამას სჭირდება მოფიქრება და შემდგომ მოფიქრება და არა ჯერ განხორციელება და მერე ფიქრი, სწორად გავაკეთეთ თუ არა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები