ღარიბაშვილი უკრაინაში ადეიშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია, ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი როგორ შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს. “მიკვირს, ჩვენ მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ჩვენი მეგობარი ქვეყნის თანამდებობის
პირი როგორ შეიძლება გახდეს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “ეს არ არის სასურველი ვარიანტი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვისაც ძალიან გამაღიზიანებელი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე არ სურს კომენტარის გაკეთება.