ირაკლი ალასანია ბაბუშერას ტრაგედიაზე: მე თავად ვუყურებდი ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
როგორც ალასანიამ განაცხადა მისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე აღნიშნული ტრაგედია რადგან აფხაზეთში თავად უყურებდა ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას.
“დღეს ჩვენი გმირები დავუბრუნეთ საკუთარ ოჯახს. ეს ემოციური ფონი, რომელიც აქ არის შექმნილი, ბუნებრივია, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან მე თავად ვუყურებდი ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას სოხუმში და, როგორც ათასობით ქართველს, საკუთარი ოჯახის წევრი ჯერ კიდევ დასაბრუნებელი მყავს. ეს ფაქტი იმედს მიჩენს, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობები შეიძლება ისე აეგოს, რომ ყველა ჭირისუფალმა საკუთარი ცხედარი დაიბრუნოს. და კიდევ – მე მგონია, 22 წლის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება სხვანაირად უნდა ავაგოთ აფხაზებთან და ოსებთან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები