სოზარ სუბარი: იანვარში კიდევ 12 ადამიანის ნეშტი გადმოგვეცემა

სავარაუდოდ, იანვარში კიდევ 12 ადამიანის ნეშტი გადმოგვეცემა, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპული 4 ადამიანის სამოქალქო პანაშვიდზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი დევნილთა ყოფილმა მინისტრმა დავით დარახველიძემ დაიწყო და დღესაც გრძელდება.
„მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის და თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი დარახველიძემ დაიწყო და მართლა კარგად მიმდინარეობს. კიდევ 12 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. ამის პასუხებს, ალბათ, მალე მივიღებთ და იანვარში ახალ ეტაპს ველოდებით, რომ ამ 12 ადამიანის სახით, ნეშტები, სავარაუდოდ, კიდევ გადმოგვეცემა“, – განაცხადა სუბარმა.
ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, 15:00 საათზე მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები