“რუსეთის მხრიდან წარმოქმნილი პრობლემის გამო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ ტვირთების გატარება შეფერხებით მიმდინარეობს“

საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ ტვირთების გატარება შეფერხებით მიმდინარეობს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განმარტავს, რომ შეფერხების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოქმნილი პრობლემაა, რის შედეგადაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე  ავტომანქანების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი.
“შესაბამისად, საქართველოს მხარე ტვირთების გატარების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც ნეიტრალური ტერიტორიიდან ავტომანქანების გასვლა გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები