ნაძალადევში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულების სახელობის სკვერი გაიხსნება

ნაძალადევის რაიონში, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სახელობის სკვერი გაიხსნება.
როგორც “კვირას“ ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, ძმები წიკლაურები ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლები იყვნენ და, რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მოეწყობა მათი სახელობის სკვერი.
აფხაზეთიდან, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ბელა ზალდასტანიშვილის შვილები და ძმები არიან. ტყუპები ნუკრი და ვასილ წიკლაურები 30 წლისანი იყვნენ, მათი დისშვილები ზურა და თენგო ზალდასტანიშვილები – 23-ისა და 25-ის.
ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს, 15:00 საათზე მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები