ნორლანდი: ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობაც უნდა განიხილონ

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნოლანდის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის ფარგლებში მონაწილეების ყურადღების ცენტრში იყოს არა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები, არამედ ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი.
“დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერ შედეგი არ ვიცით. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატები კარგად არის ინფორმირებული რამდენიმე კვირის მოვლენების შესახებ და ჩვენი პოზიცია ამ მხრივ არის მკაფიო, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დაიდო რუსეთსა და აფხაზეთს შორის, არ ვაღიარებთ მის ლეგიტიმურობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეების ყურადღების ცენტრში იყოს არა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები, არამედ ის ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ადგილზე და რომელიც საკმაოდ რთულია”, – განაცხადა ნორლანდმა.
ცნობისთვის, 9-10 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები