გიორგი მარგველაშვილი: ქალებს სერიოზული გავლენა აქვთ თავიანთი ოჯახის წევრებზე

ძალადობა შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში”, NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მთელი საზოგადოება ამ პრობლემის არა მხოლოდ მიზეზებზე, არამედ ამ გადაჭრის გზებზეც ფიქრობს.
“ძალადობა შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ვიხილეთ ტრაგედიები, რომელიც ჩვენ – ყველას გვაშფოთებს. მთელი საზოგადოება ფიქრობს პასუხზე, არა მხოლოდ მიზეზებზე, არამედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც – რა არის ჩვენში ისეთი, რაც ასე გვანახებს ჩვენივე თავს უარყოფითი მხრიდან. რა არის ის, რის გამოც ჩვენ აღმოვჩნდით საზოგადოება, რომელიც ასე ძალადობს ფიზიკურად უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. ერთ-ერთი პასუხი ამ პრობლემასთან მიმართებაში არის სწორედ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა. მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პროცესების ამ მიმართულებით გაღრმავებასთან დაკავშირებით. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ჩვენი შეხვედრები მიგვიყვანს ისეთ სისტემამდე, რომელიც არა უბრალოდ ხელს შეუშლის ქალების პოლიტიკაში მონაწილებას, არამედ წინ წაწევს ამ პროცესს, გარკვეული საკანონმდებლო ფორმით, თუ სხვა ტიპის ინიციატივით და რეალურად მივიღებთ ქალების ბევრად შთამბეჭდავ მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალურ სტრუქტურების დონეზე. საქართველოში ქალები 53%-ს შეადგენენ, ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ამომრჩეველია. მგონია, რომ ეს პოლიტიკოსებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან ქალებს აქვთ სერიოზული გავლენა თავიანთი ოჯახის წევრებზე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები