გასაჯაროვდება თუ არა ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალები – ირაკლი შოთაძის კომენტარი

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან კონსულტაციის გარეშე საგამოძიებო მასალები არ გასაჯაროვდება, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა მზად არის, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმეზე შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და ამ მხრივ არ კიწმარიშვილის ოჯახია გამონაკლისი.
“საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ვფიქრობ, პროკურატურა უახლოეს მომავალში მზად იქნება საზოგადოებას გააცნოს საგამოძიებო შედეგები. გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიების მასალების გასაჯაროვება მათთან კომუნიკაციის გარეშე არ მოხდება, ვინაიდან დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტი პროკურატურისთვის”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები