დავით ბაქრაძე საპარლამენტო განვითარების საკითხებში ექსპერტ დირკ ტურნსტრას შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საპარლამენტო განვითარების საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთან, დირკ ტურნსტრასთან შეხვედრა გამართა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებელი ექაპერტი საქართველოს პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში ეწვია. დამოუკიდებელი ექსპერტის ვიზიტის მიზანია კონსულტაციები გაუწიოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვების პროცესის ეფექტურად წარმართვის კუთხით. შეხვედრაზე დირკ ტურნსტრამ დავით ბაქრაძეს თავისი მოსაზრებები გააცნო იმ ძირითად მიდგომებზე, რაც აუცილებელია, რათა პარლამენტმა უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ევროინტეგრაციულ პროცესებში. შეხვედრაზე მხარეები სამომავლოდ კონსულტაციების და თანამშრომლობის გაგარძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები