რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეზღუდულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრომექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
ღამის საათებში (საღამოს 18:00 საათიდან, დილის 08:00 საათამდე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, გვირაბის გავლით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები