თავდაცვის მინისტრი ლაფანყურის საქმეზე კომენტარს აკეთებს

  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ე.წ. ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მინისტრის თქმით, მას ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ არ აქვს, რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი დატოვა.
კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და როდის უნდა ელოდოს საზოგადოება საქმის გახსნას, მინისტრის განცხადებით, უმჯობესია ჟურნალისტებმა პასუხი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვონ.
„ცოტა უხერხულია აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის კეთება, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს საკითხი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის კომპეტენციის სფერო. თუ მათ მიმართავთ, უფრო კომპეტენტურ პასუხს მიიღებთ. მე აღარ ვიცი, ერთ წელია ჩამოშორებული ვარ ამ საქმეს იმის გამო, რომ თანამდებობა შევიცვალე და ცოტა რთულია ჩემთვის საუბარი, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები