თბილისში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

თბილისში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალთან აქციის მონაწილეებსა და ერთ ქალბატონს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქეთევან გვიჩიანი ფართის დატოვების მომხრეა. მათივე თქმით, გვიჩიანი დევნილთა სამინისტროსთან შეკრულია და ჰოსპიტლის შენობაში მაცხოვრებლებთან საუბრისას სწორედ დევნილთა სამინისტროს პოზიციას იცავს. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებული ფართიდან იგეგმება მათი გასახლება და დროებით ქირით უზრუნველყოფა, რაც მათი თქმით, დევნილთა უმეტეს ნაწილს არ სურს. ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალთან გამართულ აქციაზე მოსალაპარაკებლად დღეს მისული იყო დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა, აქციის მონაწილებმა მასთან საუბარი არ ისურვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები