ვლადიმერ კლიჩკოს პირველი შვილი შეეძინა



  კრივში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილი მოკრივის გერლფრენდმა, ამერიკელმა მსახიობმა ჰაიდენ პანეტერმა გოგონა გააჩინა. ახალშობილი კლიჩკოს პირველი შვილია.
მანამდე ის უკრაინელ მოდელ ალექსანდრა ავიზოვაზე იყო დაქორწინებული, თუმცა წყვილს შვილი არ ჰყოლია.
ჰეიდენ პანეტერი და ვლადიმერ კლიჩკო ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდებიან. 2010 წლის მაისში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ორი წლის შემდეგ კი ურთიერთობა ისევ აღადგინეს და მალევე დაინიშნენ, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ქორწინება არ შედგა.
ახალშობილის დაბადების შესახებ პირველად კლიჩკოს უფროსი ძმის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის წყალობით გაირკვა. „წუთი წუთზე მე ბიძა პირველად გავხდები. ველოდები სიახლეებს აშშ–დან ვალოდიასა და ჰეიდენისგან“, – დაწერა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები