“თეა წულუკიანი მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა”

 

   თეა წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, წულუკიანმა მოსამართლეების სახელი და გვარები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ისინი ხელს უშლიან და სასამართლოდან უნდა წავიდნენ.
“როგორც კი წულუკიანი მინისტრად მოვიდა, მაშინვე მიანიშნებდა, რომ ის ცდილობდა მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას.ნებისმიერი მინისტრი დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი განცხადების გაკეთების შემდეგ თანამდებობიდან წავიდოდა. ამაშიც ჩანს, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი დემოკრატია, რომ ეს მომხდარიყო. ამიტომ ახლა უნდა წავიდეთ სწორი გზით.
ამ მოქმედებებმა და აგრესიამ გარკვეულწილად იმოქმედა მოსამართლეებზე. ამის გამო არის რაღაც ხარვეზები, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს არ ყოფილიყო. მხარდაჭერა ყოფილიყო თუნდაც მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხში”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები