ნაძალადევის გამგეობამ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს შეშა დაურიგა

  ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს ზამთრისთვის შეშა დაურიგა.
გამგეობამ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს 36 კუბური მეტრი შეშა გადასცა.
გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ალკოჰოლური სასმელების ქარხნის შენობაში მყოფი 18 ოჯახი გასათბობად შეშის ღუმელებსა და ელექტროგამათბობლებს იყენებს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, შენობას კერძო მესაკუთრე ყავს, რის გამოც სოციალურად დაუცველთა და დევნილთა ოჯახები ბინების გაზიფიცირებას ვერ ახდენენ.
რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას თქმით, ასეთი ტიპის დახმარება მნიშვნელოვანია მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
“მერის დავალებით ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, მუშაობის განსაკუთრებულ ეტაპზე ვართ გადასული. ამის მიზანი კი ისაა, რომ რთულ პირობებში მყოფი მოსახლეობა ზამთარს მომზადებული შეხვდეს, რისი დასტურიცაა დღევანდელი დღე”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის განმავლობაში ათივე რაიონის გამგეობა სოციალურად დაუცველთა იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი არ არის გაზიფიცირებული, შეშას დაურიგებს. ამისათვის მოქალაქეებმა განცხადებით შესაბამის გამგეობებს და საუბნო სამსახურებს უნდა მიმართონ.
ნაძალადევის რაიონის ინფორმაციით, გამგეობა მოქალაქეების მომართვის შემდეგ მათ საყოფაცხოვრებო პირობებს შეისწავლის და დახმარებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები