„პროექტი თბილისის“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

  ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არქიტექტორების ჯგუფს უმასპინძლებს. არქიტექტორები „პროექტ თბილისზე“ მუშაობენ. დისკუსია მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება, 15:00 საათზე კი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის მთავარი თემა იქნება თუ რას სთავაზობს საქართველოში სპეციალურად ჩამოსული საერთაშორისო არქიტექტორების ჯგუფი სახელმწიფოს.
როგორც „პროექტი თბილისის“ ორგანიზატორი ელისო სულაკაური აცხადებს, „ჯგუფი შეასრულებს მტკვრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მისივე თქმით, „პროექტი თბილის“-ს სურს ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც ქალაქს განვითარების საშუალებას მისცემს.
„პროექტი თბილისის“ მიზანია, მოხდეს თბილისის ცენტრის გადაფასება მისი პოტენციალის გათვალისწინებით სადაც, ევროპული და საერთაშორისო დონის დედაქალაქში, თანასწორად იქნება წარმოდგენილი ქართული ყოფისა და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები. ქალაქის დაგეგმარებისა და ურბანული სტრუქტურების ასეთი ხედვა ქალაქს გაზრდისა და განვითარების საშუალებას მისცემს. გეგმა ითვალისწინებს ქალაქის სტრუქტურაში სიმწვანის შენარჩუნებისა და მისი სივრცეების გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს თავად მდინარისა და ჰაერის გასუფთავებას.
პროექტი ხელს უწყობს ახალი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების, კულტურული ცენტრების შექმნას, რაც მოიზიდავს ინვესტიციებს და ტურისტებს მთელი მსიფლიოდან.
პროექტი დააინტერესებს როგორც საზოგადოებას ისე კერძო ინვესტორებს, რომ მათ ერთად შეძლონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებელის მიღება ქალაქის გენერალური განვითარების გეგმიდან. ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მრავალი მსგავსი პროექტი განხორციელდა დიდი წარმატებით. ეს პროექტი არის მცდელობა, რომ თბილისს დაუბრუნდეს მისთვის დაკარგული მდინარე და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები“, – აცხადებს „პროექტი თბილისის“ ორგანიზატორი ელისო სულაკაური.

10836458_10152570542424779_1423079715_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები