სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაცემა თებერვალში გავა

ტელეკომპანია GDS-ზე, ალბათ, თებერვლიდან გავა ეს პროექტი – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილისთვის უცნობი იყო, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია GDS-ისთვის ლიცენზიის მოდიფიცირების პროექტი შეაჩერა. აღნიშნული დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებისგან შეიტყო.
“მზაობა, პრინციპში, გვაქვს. ვაპირებდი, წლის ბოლომდე შემდგარიყო პროექტი. ახალი წლები ემთხვევა, მოგეხსენებათ, როგორია იანვარი. ალბათ, თებერვლიდან ეს პროექტი გავა. შესაძლოა, GDS-მა გადაწია პროცესი, რამდენადაც საჩქარო არ იყო. პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩემი აზრით, თებერვლიდან უკვე გამოვალთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები