ალექსანდრე ჭიკაიძე აშშ-ს ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აშშ-ს ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივან ედ ვოლს და სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსს ტრეისი ნიუვალს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: აშშ-სთან თანამშრომლობა, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელიც აქტიურად ეხმარება სამინისტროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.
პროექტები ითვალისწინებს სამინისტროსთვის როგორც მატერიალურ-ტექნიკურ, ასევე, ექსპერტულ დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები