„სააკაშვილმა მისი ყოფილი მინისტრებისთვის თანამდებობები პოროშენკოსგან დიდი ფულის სანაცვლოდ იყიდა“

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ფარული მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა.
წითელაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში დაინიშნონ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს დიდი ფული გადაუხადა.
მისივე ინფორმაციით, თანხის მობილიზება სააკაშვილმა სეიშელის კუნძულზე საქართველოს ბიუჯეტიდან გატანილი 16 მილიარდიდან შეძლო.
„ მიხეილ სააკაშვილი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას პეტრო პოროშენკოსთან, რომ მისი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები თანამდებობებზე დანიშნულიყვნენ. მან და მისმა მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას ბიუჯეტიდან 16 მილიარდი გაიტანეს სეიშელის კუნძულებზე. უკრაინა ახლა ეკონომიკური კუთხით მძიმე დღეშია, ამიტომ სააკაშვილის შეთავაზებას დათანხმდა და დიდი ფულის სანაცვლოდ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნებს თანამდებობებზე ნიშნავენ“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
წითელაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები