“ძალიან მიკვირს, რომ ამ ნიჭიერი ხალხის ქვეყანაში არ მოიძებნა კადრები, ვინც პოსტებს შეავსებდა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩონისნების შესაძლო და ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.
საგანელიძის თქმის, მას ძალიან უკვირს, რომ ისეთი ნიჭიერი ხალხის ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა, არ მოიძებნა კადრები, ვინც სამთავრობო პოსტებს შეავსებდა და საქმეს უკეთ გააკეთებდა.
„ეს ჩემთვის წარმოუდგენელიც იყო. ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლება უფრო საღ და გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ ელემენტარულად სამ რამეზე შეიძლება ვიფიქროთ – პირველი, მათ არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში. ძალიან ვწუხვარ და ძალიან მიკვირს, რომ უკრაინაში, ამ დიდებულ, ამ ნიჭიერი ხალხის ქვეყანაში, არ მოიძებნა კადრები, ვინც სამთავრობო პოსტებს შეავსებდა და საქმეს უკეთ გააკეთებდა, ვიდრე ადამიანები, რომელიც ასე წარუმატებლები იყვნენ საკუთარ ქვეყნაში და მესამე – უკრაინის ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, რომ მისმა ნაბიჯებმა საქართველო-უკრაინის კარგ და მეგობრულ ურთიერთობებს ცოტა ჩრდილი არ მიაყენოს“, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები