კვიტაშვილი უკრაინაში საქართველოს გამოცდილების ზოგიერთი პრინციპის გამოყენებას აპირებს

უკრაინის ახლადდანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა კიევში ბრიფინგზე უკრაინის მედიცინის განვითარების საკუთარ ხედვების შესახებ ისაუბრა. ამ ინფორმაციას გამოცემა უკრაინული გამოცემა „unian.ua“ ავრცელებს.

„მე ვსაუბრობდი და ყოველთვის ვისაუბრებ იმის შესახებ, რომ უკრაინა სამწუხაროდ ომის მდგომარეობაში იმყოფება. საჭიროა ეს ყოველთვის გვახსოვდეს. და ამან დისციპლინირება უნდა მოახდინოს ძირითადად ხარჯებთან მიმართებაში, თანხების ხარჯვა უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ამავე დროს რეფორმებზე საუბრისას მინდა განვაცხადო: ჩვენ აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ კოსმეტიკური რემონტი გავაკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ ხელახლა ავაშენოთ. ჩვენ არ გთავაზობთ საქართველოს გამოცდილების კოპირებას. შესაძლოა ეს გაუზრებელიც კია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც საქართველოზე 10–ჯერ დიდია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განსაზღვრული პრინციპები გადმოვიღოთ“, – განაცხადა კვიტაშვილმა.
მისივე განმარტებით, მუშაობისას პრიორიტეტად ხარჯების მაქსიმალური გამჭვირვალობას და საუკეთესო მწარმოებლებიდან სამედიცინო პრეპარატების ელექტონული გზით შეძენის სისტემის დანერგვას დაისახავს. „შესყიდვების სისტემა ღია გახდება“ – ხაზი გაუსვა კვიტაშვილმა.
გამოცემის ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იმაზე რომ ყველა რეფორმის მიზანი უნდა გახდეს გამონაკლისის გარეშე ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი საცხოვრებელი ადგილის, მაღალხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიწოდება.

წყარო: unian.ua

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები