ალექსანდრე კვიტაიშვილი დავით უსუფაშვილის კომენტარით გაკვირვებულია

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც კვიტაიშვილმა განმარტა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით და მისი დამოკიდებულებით იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მისი მინისტრობის დროს განხორციელდა, გაკვირვებულია.

„პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა მისი დამოკიდებულება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში ჩემს დროს განხორციელდა. თუკი, დღეს საქართველოში არის ნორმალური საავადმყოფო და აქვს დღვანდელ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ გააკეთოს უნივერსალური დაზღვევა მთელი მოსახლეობისთვის, არის მარტო იმიტომ, რომ ქსელი მუშაობს, უზარმაზარი საფუძველი ჩაეყარა თავის დროზე ამ სისტემის გამართვას, როგორც ფინანსური, ასევე მომსახურეობის კუთხით, მოვახერხებ თუ არა წარმატების მიღწევას დიდი მადლობა ბატონ დავითს ასეთი სურვილებისთვის ნამდვილად მოვახერხებ იმიტომ, რომ აქ ხალხი ბევრად არის დაინტერესებული“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ალექსანდრე კვიტაიშვილის უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ: “უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რაც შეიძება სწრაფად ნახონ გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემაში, ამასობაში ბატონ კვიტაშვილს ვუსურვებ, რომ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინცდამაინც სიკეთე არ დასტყობია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები