ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინაში მედიცინის სფეროში რეფორმები დააანონსა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მედიცინის სფეროში რეფორმების დაწყება დააანონსა. ის უკრაინაში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიცინის შექმნის პირობას დებს. ჯანდაცვის მინისტრად ახლად დანიშნული კვიტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გამოცდილება დაეხმარება უკრაინაში სამედიცინო სფეროში ეფექტური რეფორმები გაატაროს. კვიტაშვილის აღნიშნულ განცხადებებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახური ავრცელებს.
„მე ჯანდაცვის სფეროს სისტემაში უკვე 15 წელია ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამოცდილება ძალიან გადმოადგება უკრაინას“, – განაცხადა კვიტაშვილმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, უკრაინაში ჯანდაცვის სფეროში რეფორმებს გაატარებს და ამ საკითხში პრეზიდენტ პოროშენკოს, პრემიერ იაცენიუკის და უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ შევეცდებით, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამან (რეფორმებმა სამედიცინო სფეროში) ხალხს შესაძლებლობა მისცეს ჯანდაცვის ხარისხიანი სისტემა მიიღონ. ჩვენ გვჭირდება მედიცინა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის, მუშაობს ყველგან და ხელმისაწვდომია ყველასთვის“, – ხაზი გაუსვა კვიტაშვილმა.
წყარო: interfax.com.ua , mk.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები