ირაკლი სესიაშვილი: ვერ წარმომიდგენია ზღულაძემ რა უნდა ურჩიოს უკრაინის შს მინისტრს

 

ვერ წარმომიდგენია ქალბატონმა ზღულაძემ რა უნდა ურჩიოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ეკა ზღულაძის უკრაინაში შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნას.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თუ ისეთივე რჩევები მისცა უკრაინის შს მინისტრს, როგორსაც მერაბიშვილს აძლევდა, მაშინ ძნელი იქნება კონსტრუქციული მუშაობა.
„ვერ წარმომიდგენია ქალბატონმა ზღულაძემ რა უნდა ურჩიოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს. თუკი, მან ისეთივე რჩევები უნდა მისცეს, როგორიც ვანო მერაბიშვილს, რომელმაც მთელი ძალოვანი უწყება, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და სახელმწიფო ტერორის მანქანად ჩამოაყალიბა, ნამდვილად გაგვიჭირდება მასთან რაიმე კონსტრუქციული მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები