მიხეილ სააკაშვილი: პუტინი შეტევაზეა გადასული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოკავშირეობის შესახებ ეგრეთ წოდებული დოკუმენტი მოსკოვმა სოხუმის დე ფაქტო ლიდერებთან აფხაზეთის ანექსიის მიზნით გააფორმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა არაბულ ტელეარხ “ალ ჯაზირასთან” ინტერვიუში განაცხადა, პუტინი შეტევაზე გადავიდა.
“პუტინი შეტევაზეა გადასული. რუსებმა დადეს ეს შეთანხმება, რომ მოეხდინათ ევროპის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიის – აფხაზეთის ანექსია. მას აქვს 250 – კილომეტრიანი ზღვის სანაპირო, პორტები, საოცარი ბუნება. აფხაზეთი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია ჩვენთვის, არამედ სტრატეგიული ევროპისთვისაც. პუტინი კი ფარულად აფორმებს აფხაზეთის ლიდერებთან ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას. ეს ანექსიაა, რადგან გააუქმეს საზღვარი, განალაგეს მთელი ჯარი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გააერთიანეს არმია. მთავარი მოქმედი პირი ახლა იქ სწორედ პუტინია. გადატრიალებაც კი მოაწყო, რომ “ფე-ეს-ბეს” ბიჭი, – ბატონი ხაჯიმბა პრეზიდენტად დაესვა”, -განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები