შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს და სწორედ ამიტომ სჭირდება სააკაშვილს უკრაინა და თანამდებობაც, – ამის შესახებ ხაჭაპურიძემ გაზეთ ,,ახალი თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. „როგორც ჩანს, სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად ჰააგის სასამართლოში მის მიმართ დაწყებული პროცესებისა ეშინია. მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ჰააგის პროკურატურა საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ამიტომ ვხედავთ ჩვენ, სააკაშვილი დილით რომ უკრაინაშია, საღამოს ამერიკაშია. ის ტყუილად არ დარბის და ყველანაირად ცდილობს, რომ ტანჯულის მანტია მოისხას, რამენაირად პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს. ამისთვის, ამ ამღვრეულ წყალში, მისთვის ყველაზე კარგი უკრაინაა. მისი უკრაინაში ყოფნა ზუსტად იმ მიზეზს ემსახურება, რომ რამენაირად დაუძვრეს პასუხისმგებლობას და თავი ისეთ სახელმწიფოს შეაფაროს, საიდანაც მერე მსოფლიოს გააგებინებს, რომ მე ამა და ამ ქვეყნისთვის საჭირო ვარო“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები