თამარ ბერუჩაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
როგორც თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხზე ისაუბრეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თემებთან დაკავშირებით საქართველო განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება.
“საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების თემებს, კონკრეტულად, რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს. ის შეფასდა, როგორც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც არის გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ბატონმა გენერალურმა მდივანმა ძალიან კონკრეტულად ისაუბრა თავის გამოსვლაში, სადაც ახსენა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ეწინააღმდგება იმ პრინციპებს, რომელზეც აგებულია ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ასევე ვიზიტებს და ერთობლივ ღონისძიებებს, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ალიანსის საქმიანობის ფარგლებში. განსაკუთრებულად აღინიშნა ის ძალისხმევა, რაც საქართველომ გამოიჩინა ISAF-ის ოპერაციაში და ასევე ახალი მისიის ფარგლებში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები