გიორგი მარგველაშვილი შშმ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. რაიმე უნარის შეზღუდვა აუცილებლად კომპენსირდება სხვა უნართა განსაკუთრებული განვითარებით. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა აუცილებელია, როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ისე საზოგადოების სრულფასოვანი, ყოველმხრივი განვითარებისთვის. ამიტომ, თქვენს შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისა და ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების პირობის შექმნა ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად მიგულეთ. კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები