რა წერილი მისწერა ბაჩო ახალაიამ მოსამართლეს?

თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ახლაიას მიერ ბესიკ ბუგიანიშვილისთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს.
წერილი 2014 წლის 2 დეკემბრით თარიღდება. „კვირა“ ბაჩო ახალაიას წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო ბესიკ, ცოტა ხნის წინ მივიღე თქვენ მიერ გამოგზავნილი განაჩენი, რომლის შესწავლასაც რამდენიმე დღე მოვანდომე და ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, თქვენ მისამართი შეგეშალათ. ეს დოკუმენტი ჩემთვის არ უნდა გამოგეგზავნათ, რადგან ის არა ჩემი, არამედ თქვენი სინდისის განაჩენია. ასევე აშკარაა, რომ მას აკლია უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუსწორდით ასე სასტიკად საკუთარ სინდისს.
არასწორად გამოგზავნილი მისამართლის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ სინდისს გააჩნია გასაჩივრების მეორე ინსტანცია, უკან გიგზავნით თქვენი სინდისის განაჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად დაგჭირდებათ“, – აღნიშნულია ახალაიას მიერ მოსამართლისადმი მიწერილ წერილში.

10699185_988143397880343_1848227190_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები