დავით საგანელიძე: უკრაინაში საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს

რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ჩვენი საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს საგარეო უწყებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ბევრ ქვეყანაში ინფორმაცია არასწორად გავიდა. მისივე თქმით, ფაქტია, რომ უკრაინასთან მიმართებით გარკვული პრობლემები შეიქმნა.
“უკრაინაში საქართველოს ელჩად ზვიად ჯანყარაშვილის შესაძლო დანიშვის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის აღნიშნული ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი კანდიდატურა შეიძლება იყოს განხილული. მიმაჩნია, რომ უკრაინაში უფრო დიპლომატიური გამოცდილების მქონე პირებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის შეცვლის საკითხი ჩემთან ნამდვილად არ დამდგარა. არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე რას ფიქრობს, თუმცაღა ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის უკრაინაში, ჩვენი საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს. ის, რომ დღეს უკრაინაში გარკვეული პრობლემების შეგვექმნა, სახეზეა, თუმცა ანალიზია საჭიროა, რამდენად იყო ეს საელჩოზე დამოკიდებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები