რკინგზის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რკინიგზელთა გარკვეული ნაწილის პროტესტი დასრულებულია და მოლაპარაკებების გზით, ურთერთკომპრომისის საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზის მენეჯმენტის ინტერესებს და გაფიცულთა მოთხოვნებს.
როგორც გუნცაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის მიზანია, დაიცვას გაფიცული რკინიგზელების ინტერესები, რათა არ მოხდეს მათი შევიწროება გაფიცვის გამო, ხოლო კიდევ ერთი კომისია დავების და პრეტენზიების გარკვევით იქნება დაკავებული.
„რკინიგზელთა გარკვეული ნაწილის პროტესტი დასრულებულია და მოლაპარაკებების გზით, ურთერთკომპრომისის საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის მენეჯმენტის ინტერესებს, ასევე გაფიცულთა მოთხოვნებს. მიუხედავად რკინიგზელთა გარკვეული ნაწილის პროტესტისა, საქართველოს რკინიგზას მოძრაობა არც ერთი წუთი არ შეუწყვეტია და დღესაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას”,-განაცხადა გუნცაძემ. პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, კონფლიქტი მხარებს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ამოიწურება. “იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული წყენა, რომელიც მხარეებს შორის იყო, 8-დღიანმა მუშაობამ აღმოფხვრა და პოზიციები ადმინისტრაციასა და “რკინიგზის ახალ პროფკავშირს” შორის ერთმანეთს დაუახლოვდა. გუშინ, 19:00 საათამდე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, გამთენიისას უკვე რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენლები გაემგზავრნენ რეგიონებში და მიიღეს უფლებამოსილება გაფიცულებისგან, რომ ხელი მოეწერათ ადმინისტრაციასთან შეთანხმებაზე”,-განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები