თამარ ბერუჩაშვილი უკრაინის ელჩად ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურის განხილვას უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩად “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურის განხილვას უარყოფს.
როგორც ბრიუსელში მყოფმა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ამჟამინდელი ელჩი მიხეილ უკლება მუშაობას აგრძელებს.
“ბატონი უკლება არის ადგილზე. ის აქტიურად მუშაობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის დასაწყისში. მანამდე იქნება რამდენიმე მინისტრის ვიზიტი უკრაინაში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები