კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა

Transparency International-ის 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველომ მდგომარეობა 5 პოზიციით გაიუმჯობესა და 50-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, საქართველო მის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. აღნიშნული კვლევით, ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება.
კვლევის მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსში სომხეთი 94-ე ადგილზეა, თურქეთი – 64-ე, რუსეთი – 136-ე, უკრაინა -142 -ე, აზერბაიჯანი – 126-ე. ბოლო, 174-ე ადგილებს ჩრდილოეთ კორეა და სომალი იკავებენ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2014 წელს ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანების ხუთეული კი ასე გამოიყურება – დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები