აქციის მონაწილეები ზვიად ძიძიგურს შეძახილებით დახვდნენ

უმრავლესობის წევრს ზვიად ძიძიგურს სასტუმრო “ძველ თბილისთან” შეკრებილი “თავისუფალი ზონის” წევრები შეძახილებით დახვდნენ. აქციის წევრებმა ზვიად ძიძგურს წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. უმრავლესობის წევრმა სასტუმროს ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს სასტუმრო “ძველ თბილისთან” “თავისუფალი ზონის” წევრები აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: “ვინ აგებს პასუხს ფასების ზრდაზე”, “პენსია პრემიების ნაცვლად”, “ჩოი ლარი” და ასე შემდეგ… აქციის მონაწილეების პრეტენზია ფინანსთა მინისტრთან დაკავშირებულია ფასების ზრდასთან და ლარის გაუფასურებასთან.
ნოდარ ხადური სასტუმრო “ძველ თბილისში” სხვა შესასვლელიდან შევიდა და აქციის მონაწილეებს არ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები