ზაალ კასრელიშვილი თინა ხიდაშელს: ტერორისტებს შეუძლიათ შეაშინონ, ან მოისყიდონ მობილური ოპერატორი, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი პარლამენტის იმ დეპუტატებს აკრიტიკებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფარული მოსმენების გასაღები ძალოვანი სტრუქტურის ხელში არ უნდა იყოს.
როგორც კასრელიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ გზით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოს უსაფთხოების სისტემის დასუსტებას ცდილობენ.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელმა კითხვით დეპუტატ თინა ხიდაშელსაც მიმართა.
„ მე ვეკითხები თინა ხიდაშელს, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციის 300 შეფიცულია საქართველოში, რომელთაგან ალბათ მეოთხედი შაჰიდი იქნება, როგორ უნდა განხორციელონ მათზე მიყურადება და თვალთვალი? მათ შეუძლიათ შეაშინონ მობილური ოპერატორი, შეუძლიათ იყიდონ და, რაც მთავარია, თუ დადგება ცუდი შედეგი, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ვინ უნდა დაისაჯოს ამის გამო? 2015 წელი ძალიან მძიმე წელი იქნება საქართველოსთვის შიდა არეულობებისა და ტერორიზმის კუთხით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, როგორც ჩანს, ახლა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას მიადგნენ და ამ გზით საქართველოს დასუსტებას ცდილობენ“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. კანონპროექტის თანახმად მოსმენების ერთი გასაღები შსს-ს ხელში იქნება, მეორე კი პირადი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რომ კანონპროექტის თანახმად სინამდვილეში საკონტროლო გასაღები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები